пятница, 18 марта 2016 г.




      silabusi
sagani:qarTuli ena da literatura

klasi: V
maswavlebeli:  მანანა     გაბედავა
T-591-81-03-89; 599-73-72-24
Emil:  g-manana@mail.ru
kursis moculoba _ 171akademiuri saaTi (36samuSao kvira, 5 kvireuli saaTi). (პირველი სემესტრი–75 სთ, მეორე სემესტრი–96სთ)

sagnis Sesaxeb:
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მიზნები და ამოცანები:
პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება. ის ქმნის იმ ძირითად ბაზისს, რომელსაც ეფუძნება ადამიანის თავისუფალი განვითარების მთელი შემდგომი პროცესი. სწორედ ამის გათვალისწინებით განისაზღვრება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითადი მიზნები:
* განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი);
* გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
* განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი;
* ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი;
* შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი;
* გააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი.
საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ამგვარ ამოცანებს წარმოადგენს:
* კალიგრაფიული კულტურის გამომუშავება;
* ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრება;
* აზრის ცხადად, ლაკონიურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვის უნარის ჩამოყალიბება;
* მსჯელობის უნარის განვითარება;
* სააზროვნო მოქმედებათა (ანალიზი, შედარება, განზოგადება) განვითარება ენობრივ (ტექსტობრივ) საფუძველზე;
* ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების შესწავლისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბება;
* ტექსტებთან შემოქმედებითი (თავისუფალი) დამოკიდებულების გამომუშავება;
* დისკუსიებში მონაწილეობა, მონოლოგური და დიალოგური მეტყველების უნარ-ჩვევათა ჩამოყალიბება;
* ტექსტის ანალიზის უნარის განვითარება;
* საგანმანათლებლო მიზნით სხვადასხვა რესურსით (ლექსიკონები, ბიბლიოთეკა, ინტერნეტი და სხვ.) სარგებლობა;
* სამეტყველო ეტიკეტის ნორმების დაცვა;
* ტექსტის აგების კანონზომიერების გათვალისწინებით ტექსტის შექმნა;
* მიზნობრივი ამოცანის შესატყვისი სტილით წერა და მეტყველება;
* ორთოგრაფიული და პუნქტუაციური ნორმების სათანადოდ გამოყენება;
* სხვადასხვა სახის, სტილისა და ჟანრის ტექსტების ანალიზისა და შექმნის უნარის გამომუშავება;
* მწერლის შემოქმედების გააზრება სუბიექტური (მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტები და მომენტები) და ობიექტური (ეპოქის ზოგადი კონტექსტი) ფაქტორების გათვალისწინებით;
* ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემატიკის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება და მისი არგუმენტირება;
* ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
* ქართული და მსოფლიო ლიტერატურული პროცესებისა და უნივერსალური ლიტერატურული თემების ურთიერთკავშირის გააზრება.
დაწყებითი საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლეს უნდა შეეძლოს:
ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება:
* სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გადმოცემა;
* წაკითხული წინადადებებისა და ტექსტის კონსტრუირება;
* სხვადასხვა სახის ტექსტების შეგნებულად და გააზრებულად კითხვა;
* ტექსტებში მოცემული გრამატიკული კონსტრუქციების გამოყოფა და სათანადო ინტერპრეტაციით წარმოდგენა;
* მისთვის ნაცნობ თემებზე სხვადასხვა ხასიათის ტექსტების გამართულად წერა;
* გრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის პრაქტიკულად აუცილებელი მინიმუმის შეგნებულად გამოყენება.
ენის კომუნიკაციური ასპექტების გაგება-გამოყენება:
* სხვადასხვა სამეტყველო სიტუაციაში ადეკვატურად რეაგირება;
* კამათის, დისკუსიისა და მსჯელობის სტრატეგიების გამოყენება;
* საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების კორექცია და დახვეწა კომუნიკაციის ეტიკეტური ნორმების მიხედვით;
* კითხვის ძირითადი სტრატეგიების დაუფლება;
* სხვადასხვა ხასიათის, მიზნისა და დანიშნულების წერილობითი ტექსტების შეთხზვა.
მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა:
* სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრის ტექსტების მოსმენა, წაკითხვა და საკუთარი ემოციებისა და აზრის გამოხატვა;
* მოსმენილი ან წაკითხული მხატვრული ნაწარმოების დაკავშირება პირად გამოცდილებასთან;
* ტექსტის ეპიზოდების ერთმანეთთან დაკავშირება და მთავარი თემის განსაზღვრა;
* გმირის საქციელის შეფასება;
* მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების ამოცნობა და მათი ფუნქციის ახსნა;
* მხატვრული ტექსტების შექმნა;
* საკუთარი ინტერესების მიხედვით საკითხავი ლიტერატურის შერჩევა.
მშობლიური ენის სწავლება დაწყებით საფეხურზე ემსახურება თვითგამოხატვისათვის აუცილებელი ენობრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას სწავლების ყველა ძირითადი - ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის - მიმართულებით. ამავე დროს, ეს პროცესი გულისხმობს იმ მინიმალური ლინგვისტური კომპეტენციის ფორმირებას, რომელიც ენის პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით არის აქტუალური და შეესაბამება მოსწავლის ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და ინტერესებს.
მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლება დაწყებით სკოლაში ეფუძნება მდიდარ ტექსტურ კორპუსს - სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს.
ტექსტების ნაირსახეობა ქმნის იმ აუცილებელ თემატურ გარემოს, რომლის გაცნობამაც მოსწავლე უნდა მოამზადოს ცხოვრებისეული ურთიერთობებისათვის. მოსწავლეები უნდა დაეუფლონ მხატვრული, შემეცნებითი და ყოფითი ტექსტების შექმნის, აღქმისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევებს. მათ უნდა ისწავლონ ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა, ტექსტებში მოცემული საკითხების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მათი ანალიზი და შეძლონ დამოკიდებულებების (პოზიციისა და შეფასებების) თავისუფლად გამოხატვა.
) ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მიმართულებების აღწერა
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების განვითარება. ეს მიმართულებები სამ ძირითად საგნობრივ სფეროში ჰპოვებს რეალიზებას. ესენია: ენა, როგორც ინფორმაციის გაგების, ანალიზისა და შეფასების საშუალება (ენა საინფორმაციო მიმართულებით), ენის კომუნიკაციური ასპექტები (ზეპირი და წერილობითი არამხატვრული ტექსტები) და ლიტერატურა, როგორც ენის ესთეტიკური გამოვლინება.
უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული მიმართულებები:
* ზეპირმეტყველება. ეს მიმართულება ორ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამეტყველო ქცევას აერთიანებს. ესენია: მოსმენა და ლაპარაკი. ამ სამეტყველო ქცევებთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების თანამიმდევრული განვითარება მიზნად ისახავს თავისუფალი, თანამედროვე კომუნიკაციისათვის მზადმყოფი პიროვნების ჩამოყალიბებას. ეს გულისხმობს ზეპირი მეტყველების, აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების, მოსმენის კულტურის, სოციალური კომუნიკაციისა და ინტერაქტიური უნარების განვითარებას. მათი განვითარება საფუძველს უყრის ჰუმანური, ტოლერანტული, სხვათა აზრის დამფასებელი პიროვნების აღზრდას.
* კითხვა. კითხვის უნარის განვითარება წიგნიერების საფუძველია, რაც სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ეს მიმართულება ემსახურება მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარებას; ამასთანავე, ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკითხვის, მათში მოცემული ინფორმაციის გაგების, გააზრებისა და გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას. სწავლის პროცესში მოსწავლემ უნდა გამოიყენოს კითხვის ძირითადი სტრატეგიები, რათა შეეძლოს ტექსტის შერჩევა, მასში სასურველი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, კრიტიკული კითხვა, გრამატიკული, სტატიკური და კონტექსტური მონაცემების გამოყენება ტექსტის ღრმად წვდომის მიზნით; სპეციალური საძიებლებისა და ლექსიკონების გამოყენება, ტექსტების სწრაფი და დიფერენცირებული კითხვა, მიღებული ინფორმაციის დამუშავება, მონაცემთა ანალიზი და დასკვნების გამოტანა.
* წერა. ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემა, წერის კულტურის ჩამოყალიბება პიროვნების ინტელექტუალური შესაძლებლობების რეალიზაციის აუცილებელი პირობაა. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენა და განვითარება, აზრებისა და დამოკიდებულებების გამოხატვის ენობრივ-სტილისტური საშუალებების დაუფლება, მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება (წინასწარი გეგმის შედგენა, საკვანძო სიტყვების შერჩევა, „შავიხელნაწერის გასწორება-რედაქტირება და ..). მოსწავლე უნდა დაეუფლოს აზრის წერილობით ჩამოყალიბების უნარ-ჩვევებს, აგრეთვე მკაფიო ხელწერას, მართლწერისა და პუნქტუაციის სავალდებულო ნორმებს.
საგნობრივი მიმართულებები
ენა აზროვნებისა და კომუნიკაციის საშუალებაა. შესაბამისად, მისი სწავლება ენის ამ ორი უმთავრესი ფუნქციის წინ წამოწევასა და პრიორიტეტულ მიზნად დასახვას უნდა ემსახურებოდეს.
* ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება, როგორც აზროვნების საშუალება, უპირველესად გულისხმობს ადამიანის თვითგამოხატვის ენობრივი საშუალებების ფლობას, ენის სემანტიკური და სტრუქტურული კანონზომიერებების ცოდნას; მოსწავლეები ეუფლებიან მშობლიური ენის მართლწერისა და მართლმეტყველების ძირითად ნორმებს. მშობლიური ენის სწავლების ძირითად პრინციპს წარმოადგენს ენის აქტიური გამოყენების უნარ-ჩვევების დაუფლება, რაც გულისხმობს მოსწავლეებში ენობრივი კომპეტენციის განვითარებას და არა მხოლოდ გრამატიკული ცოდნის თვითმიზნურ დაგროვებას. ძირითადი აქცენტი გადატანილია პრაქტიკული გრამატიკის სწავლებაზე. ამიტომ, სწავლის პროცესში ენის საკითხები უშუალოდ უნდა უკავშირდებოდეს ტექსტს და კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციას.
* ენის სწავლების ამ კომპონენტთან მჭიდროდაა დაკავშირებული ენის კომუნიკაციური ასპექტები; მისი მიზანია, გამოუმუშაოს მოსწავლეს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია ამა თუ იმ სამეტყველო სიტუაციის მართებულად შეფასებისა და სამეტყველო ქცევის ადეკვატურად წარმართვისათვის, ნებისმიერ სოციალურ გარემოში წარმატებული კომუნიკაციის დასამყარებლად, კომუნიკაციის ძირითადი ხერხებისა და სტრატეგიების დასაუფლებლად. ენის სწავლების ეს კომპონენტი სოციალური ინტერაქციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად.
* მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა. ლიტერატურის სწავლების პროცესმა ხელი უნდა შეუწყოს და ერთგვარი ბიძგი მისცეს თითოეულ მოსწავლეში არსებული უნიკალური - ინდივიდუალური და შემოქმედებითი - პოტენციალის გამოვლენას. მხატვრული ლიტერატურის შესწავლისას, მისი თავისებურებებიდან გამომდინარე, მოსწავლეთა წინაშე ბუნებრივად ჩნდება საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობის ინდივიდუალური პერსპექტივა.
* პიროვნებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროცესში ლიტერატურის სწავლების მიზანია არა იდეოლოგიზებული ცნობიერების მქონე ადამიანის აღზრდა, არამედ ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელშიც მოსწავლეს საშუალება ექნება, პიროვნული გამოცდილების საფუძველზე გაიაზროს და
შეაფასოს მხატვრულ ტექსტებში ასახული სიღრმისეული და ცხოვრებისეული პრობლემები. ლიტერატურასთან ურთიერთობამ უნდა განუვითაროს მოსწავლეს მხატვრული და ესთეტიკური გემოვნება, გაუღვიძოს შინაგანი აქტიურობისა და თვითშემეცნების სურვილი.
) შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
შეფასების კომპონენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში
საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტები
შეიძლება შეფასდეს შემდეგი ცოდნა და უნარ-ჩვევები:
* სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების მრავალმხრივი გააზრება-გაანალიზება და შეფასება;
* ტექსტების ინტერპრეტირება;
* ტექსტების შედარებითი ანალიზი;
* თხრობა;
* მსჯელობა;
* სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა-შეთხზვა;
* ზეპირი გამოსვლა/პრეზენტაცია;
* გამომხატველობითი კითხვა;
* გრამატიკული და ლექსიკური ცოდნა;
* მართლწერა;
* შემოქმედებითობა;
* სასწავლო სტრატეგიების (კითხვის, წერის, მოსმენის, ზეპირმეტყველების) გააზრებულად გამოყენება;
* მხატვრული ხერხების ცოდნა;
* ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ამოცნობა და გაანალიზება;
* ძირითადი ლიტერატურული მიმდინარეობების მახასიათებლები და სხვა.
სასიცოცხლო უნარ-ჩვევები:
* შემოქმედებითობა;
* თანამშრომლობა (მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან);
* სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით;
* სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხი.
უნარ-ჩვევები ფასდება შემდეგი დავალებებით:
* დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა;
* სხვადასხვა ტიპის გრამატიკული და ლექსიკური სავარჯიშოები;
* დისკუსიის მოწყობა პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით;
* თხზულების, ესეის, რეფერატის შედგენა;
* ინდივიდუალური ან ჯგუფური პრეზენტაციის მომზადება;
* სხვადასხვა ტიპის საკითხავი და მოსასმენი ამოცანების გადაჭრა;
* სხვადასხვა ტიპის ზეპირი აქტივობის შესრულება დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად ან ჯგუფურად;
* სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნა დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად ან ჯგუფურად;
* პროექტის განხორციელება.
შენიშვნა: დაწყებით კლასებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ უნარ-ჩვევებს:
* ხმამაღალი კითხვა;
* ჩუმი კითხვა (მარტივი საკითხავი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრა);
* გამოწერა;
* გადაწერა;
* კარნახით წერა;
* წარმოსახვის უნარი;
* ეპიზოდების თხრობა;
* შინაარსის ვრცლად და მოკლედ გადმოცემა;
* შინაარსის გადმოცემა საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით.
შემაჯამებელი დავალებების კომპონენტი
შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარ-ჩვევების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს.
შემაჯამებელ დავალებათა ტიპები:
სტანდარტის მოთხოვნათა შესასრულებლად რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალი ფორმის გამოყენება. ქართულ ენასა და ლიტერატურაში შესაძლებელია შემდეგი ტიპის შემაჯამებელი დავალებების გამოყენება:
* მხატვრული/არამხატვრული ტექსტის გაგება-გააზრება;
* სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა;
* არგუმენტირებული მსჯელობა კონკრეტული საკითხის/თემის შესახებ;
* ზეპირი მოხსენების წარმოდგენა;
* ესეის შედგენა;
* პრობლემური საკითხის წარმოდგენა იმიტირებული სიტუაციის (მინისპექტაკლის, როლური თამაშის და სხვ.) საშუალებით;
* გამომეტყველებითი კითხვა (ინდივიდუალური ან გუნდური);
* ლიტერატურული სალონი;
* ზეპირი გამოსვლის აუდიო ან აუდიოვიზუალური ჩანაწერის მოსმენა და შეფასება;
* სხვა.
მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები:
* დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს შეფასების ზოგადი რუბრიკა (თუ რეცეფციული /გაგება-გააზრება/ დავალებაა, მაშინ შეფასების სქემა უნდა ახლდეს თითოეულ ტესტურ კითხვას);
* ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების, პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
* 10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;
* მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შემოწმებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.
ზოგადი რუბრიკის ნიმუში
შეფასების ზოგადი რუბრიკა ზეპირი შემაჯამებელი დავალებებისათვის:
* პირობასთან შესაბამისობა;
* კომუნიკაციური უნარ-ჩვევები;
* ენობრივი უნარ-ჩვევები;
* შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.
პ ი რ ვ ე ლ ი   ს ე მ ე ს ტ რ ი
,,საქართველოს  მთებში  გაგაჩინა  ზენამ
1. ლადო ასათიან--,,ქართული ენა”   3 სთ.
2., გურამ მაისურაძე --- სადღეგრძელო  3სთ.
3.იაკობ  გოგებაშვილი---- ,,იავნანამ რა ჰქმნა? 12სთ.
) სამშობლო ღვინისა.
)სოფელი ვაშლოვანი.
)ლეკები კახეთში.
)ქეტოს იტაცებენ.
)მდევრები).
)ქეთოს ნაიბი ყიდულობს.
)ქეთო ლეკ ქალად იქცა.
)ამაო ცდა ქეთოს მამისა.
)ქეთოს მამა იტაცებს.
)ქეთო საშინლად იტანჯება.
)იავნანამ რა ჰქმნა.?
)ქეთო და მისი დედობილმამობილი.
)ქეთოს ბედნიერება.
შემაჯამებელი სამუშაო  N1   1სთ.
4. აკაკი  წერეთელი  „ჩემი თავგადასავალი   8სთ.
)ძიძასთან.
)მშობლებთან .
)გიმნაზიაში.
5.ალექსანდრე  ყაზბეგი  ,, განათლებული მწყემსი (ნაწყვეტი) 5 სთ.
6.გალაკტიონ ტაბიძე  ,,ჰიმნი ქართულ ანბანს“  3სთ.
7.ილია ჭავჭავაძე  „ქართველების გულის საუნჯე(ნაწყვეტი4სთ.
8.შოთა  რუსთაველი  „თინათინის გამეფება (ნაწყვეტი)     10 სთ.
შემაჯამებელი სამუშაო N2   1 სთ.

,,ჩემო კარგო ქვეყანავ,,
1.აკაკი წერეთელი  „ამირანი (ნაწყვეტი)  3 სთ.
2.ლევან  სანიკიძე   დიდგორის ბრძოლა  4 სთ.
3.იაკობ  გოგებაშვილი  თავდადებული მღვდელი თევდორე   5 სთ
4.ლადო  ასათიანი  ,,კრწანისის ყაყაჩოები“   3 სთ.
5.რევაზ  ინანიშვილი ,,ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები  7სთ.
6. ანა კალანდაძე   ,,შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო“          2 სთ.
შემაჯამებელი სამუშაო   N3 1სთ.
      
დამაკვირდი
1.ილია ჭავჭავაძე   „დამაკვირდი   2 სთ
2.ილია  წავჭავაძე    ,,ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“   (ნაწყვეტი)  3სთ
3.რევაზ ინანიშვილი   „ხორასნელი ჭაბუკი  3სთ
4.აკაკი წერეთელი   მესარკე   3 სთ.
შემაჯამებელი სამუშაო N4      1 სთ
,,სიბრძნე სიცრუისა,, 5სთ.
1.სულხან -საბა  ორბელიანი  „იხვი და მყვარი
2. .სულხან -საბა  ორბელიანი  „მეფე და მისი შვილი
3.სულხან -საბა  ორბელიანი  „გლახაკი და ქილა ერბო.
შემაჯამებელი სამუშაო  N5   1 სთ
4.აკაკი წერეთელი   „კატა და ლომი    2 სთ
5. ფილოსოფოსი და ვირი   (ხალხური)   2 სთ
6. ბედი და იღბალი    (ხალხური)     4 სთ.
7.როგორ ეძებდა გლეხი სამართალს      (გერმანული ზღაპარი)    4 სთ.
8. სერგო კლდიაშვილი „ყანჩა და კაკაბი“  5 სთ.
,,ადამიანი და ბუნება,,
1.ვაჟა-ფშაველა  „უნუგეშო ყოფნა   3 სთ.
2.ვაჟა -ფშაველა           ,,შვლის ნუკრის ნაამბობი   7 სთ
შემაჯამებელი სამუშაო N6   1 სთ.
3. ფელიქს ზალტენი  ბემბი(ნაწყვეტი)   4 სთ.
4. ნოდარ დუმბაძე   „ხაზარულა  3 სთ
5. გოდერძი ჩოხელი  „ საზიარო ყვავი   7 სთ.
6. ევაზ ინანიშვილი იჭი მალხაზი  4 სთ.
7. მუხრან მაჭავარიანი საკუთარი სიცოცხლის შემოკლება“  (ნაწყვეტი) 3 სთ.
შემაჯამებელი სამუშაო  N7    1 სთ
,,გაიცანით  თქვენი  თანატოლია
1. გიორგი შატბერაშვილი  „ გამოქვაბულში(ნაწყვეტი )  7 სთ
2. მარკ  ტვენი   „სკოლაში (ნაწყვეტი)   5 სთ
3. რევაზ ინანიშვილი შუშის ნამსხვრევი ''(შემოკლებით5 სთ.
4. ოტია იოსელიანი  „ჩხუბი მდინარესთან     4 სთ.
შემაჯამებელ  სამუშაო   N8    1სთ.
5. გურამ რჩეულიშვილი  „სიყვარული შემოდგომაზე  4 სთ
6. მუხრან მაჭავარიანი   „ვითარცა მტკვარი  4 სთ.
   შემაჯამებელ  სამუშაო   N8    1სთ.






          

1 комментарий:

  1. The Rundown of the Top 5 Casino in the USA
    If you 태백 출장샵 have ever wanted to play blackjack in the USA, 서산 출장안마 you've come to the right place. From slots and roulette to casino 남원 출장샵 table 안성 출장마사지 games 경산 출장샵 and video poker, here are some

    ОтветитьУдалить